სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ს "აწარმოე საქართველოში" საქმიანობის უმთავრესი მიზანია.
დინამიკური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.
მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ - მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ხორციელდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი მექანიზმებით, კერძოდ:
სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
ინვესტიციების მოზიდვის მიმართულება
„აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა, ხელშეწყობა და რეინვესტირების წახალისება.
აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.
სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი წარმოადგენს მრავალფუნქციურ ბიზნესსივრცეს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია როგორც სააგენტოს პროგრამების, ასევე ბიზნესის მხარდამჭერ ყველა სამთავრობო პროგრამასთან დაკავშირებით.
რეგიონული წარმომადგენლობა არის გახსნილი ბათუმში.
დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ დისტანციურად ან საინფორმაციო ცენტრში ვიზიტის შედეგად.
მომსახურების ცენტრი აერთიანებს შემდეგ მომსახურების არხებს:
საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში"
მისამართი: 0102, თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5/16-18 (დ. უზნაძის N18),
ტელ: 15 25
E-mail: info@enterprise.gov.ge
ვებგვერდი: www.enterprisegeorgia.gov.ge
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70