სასათბურე გაზების გამოყოფის შემცირება საქართველოს სამრეწველო სექტორში ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებით
პროექტის მიმოხილვა
მიუხედავად ბოლო წლებში მიღწეული პროგრესისა, კანონმდებელთა მხრიდან დიდი ყურადღებისა, საერთაშორისო ტექნიკური დახმარებისა და ენერგოეფექტურობის სფეროს ინვესტიციებში ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერისა, საქართველოს სამრეწველო სექტორი კვლავაც ენერგოეფექტურობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლებით გამოირჩევა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე 2-2.5-ჯერ ნაკლებ ეფექტიანობას აჩვენებს. ამ სფეროში, ისევე როგორც საქართველოს ეკონომიკის სხვა დარგებში, არსებობს საკმაოდ ძლიერი პოტენციალი ხარჯეფექტური ენერგოეფექტურობის და მაჩვენებლების გაუმჯობესებისათვის. ძირითადი ბარიერები, რაც აფერხებს ინვესტიციებს ენერგოეფექტურობის საუკეთესო პრაქტიკასა და ტექნოლოგიებში შემდეგია:
შესავალი
პროექტი “სასათბურე აირების გამოყოფის შემცირება საქართველოს სამრეწველო სექტორში გაუმჯობესებული ენერგოეფექტურობის საშუალებით” 2017 წლის იანვარში დაიწყო. მას ახორციელებს გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან (ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში (2017 წლის 15 დეკემბრიდან) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან (2017 წლის 7 დეკემბრიდან, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურეობის სამინისტროს ნაწილი) პარტნიორობით. პროექტის ძირითადი პარტნიორები არიან ავსტრიის ენერგეტიკული სააგენტო (AEA) და “კომუნალკრედიტ ფაბლიკ ქონსალთინგი“ (KPC). პროექტი დაფინანსებულია ავსტრიის მდგრადი განვითარებისა და ტურიზმის ფედერალური სამინისტროს მიერ (პროექტის დამტკიცების პერიოდში - “სოფლის მეურნეობის, სატყეო მეურნეობის, გარემოს დაცვისა და წყლის რესურსების მართვის ავსტრიის ფედერალური სამინისტრო‘’). პროექტის მიზანია საქართველოს საწარმოებს დაეხმაროს ენერგოეფექტური ოპერაციების დანერგვაში ინტეგრირებული მიდგომის გამოყენებით. ეს მიდგომა აერთიანებს ტექნიკურ დახმარებას და ინტერვენციას პოლიტიკის, ბაზრის და ენერგოეფექტურობის განხორციელების დონეზე.
პროექტის სტრუქტურა
UNIDO-ს პროექტის მიზანია სასათბურე აირების ემისიის შემცირება საქართველოს სამრეწველო სექტორში ენერგოეფექტურობის საუკეთესო პრაქტიკის და ტექნოლოგიების ჩვენებისა და გავრცელებაში დახმარების აღმოჩენის გზით. ასეთი პრაქტიკაა მაგ. ენერგიის მართვის სისტემა და მოტორების სისტემების ოპტიმიზაცია; კანონმდებლობისა და ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერება სამრეწველო ენერგოეფექტურობისათვის და ფინანსური მექანიზმების ხელშეწყობა ინვესტიციების მოსაზიდად და წასახალისებლად.
პროექტი მუშაობს ამოცანებზე, რომელიც ეხება სასათბურე აირების ემისიის შემცირებას და ადგილობრივი ბაზრის გადაყვანას სამრეწველო ენერგოეფექტურობის სისტემაზე. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად დაგეგმილია ბარიერების შემარბილებელი ინტერვენციები შემდეგი კომპონენტების განხორციელებით:
გენდერული თემები
სიტუაციური მაგალითი გენდერის თემაზე
UNIDO-ს შესახებ
გაეროს სამრეწველო განვითარების ორგანიზაცია (UNIDO) არის გაეროს სპეციალიზებული სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს და აჩქარებს ინკლუზიურ და მდგრად სამრეწველო განვითარებას (ISID) სამი პროგრამული ველის საშუალებით:
საერთაშორისო თანამეგობრობამ მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგში პირველად აღიარა, რომ ინდუსტრიალიზაცია არის ეკონომიკური და სოციალური განვითარების და სიღარიბის აღმოფხვრის მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი. ჩვენი 170 წევრი სახელმწიფოს ძლიერი მხარდაჭერით, UNIDO-მ აქტიურად იმუშავა იმაზე, რომ მდგრადი და ინკლუზიური ინდუსტრიალიზაცია შესულიყო 2030 წლის დღის წესრიგში. ეს შედეგი - მდგრადი განვითარების მიზანი 9: ძლიერი ინფრასტრუქტურის აშენება, ინკლუზიური და მდგრადი ინდუსტრიალიზაციის, ასევე, ინოვაციების ხელშეწყობა, ამ ძალისხმევას ამართლებს და წარმოადგენს ISID-ის მკაფიო დადასტურებას. მე-9 მიზანი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მრეწველობა და ინდუსტრიალიზაცია არის ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდის, გარემოს მდგრადობისა და საერთო კეთილდღეობის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორები.
UNIDO-ს სერვისები ორ ძირითად ფუნქციას ეფუძნება: როგორც გლობალური ფორუმი, იგი ქმნის და ავრცელებს სფეროსთან დაკავშირებულ ცოდნას და როგორც ტექნიკური თანა-ოპერირების სააგენტო, იგი უზრუნველყოფს ტექნიკურ მხარდაჭერას და ახორციელებს პროექტებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ: www.unido.org
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70