მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა

სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება, საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია, ექსპორტის ხელშეწყობა  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ-ს "აწარმოე საქართველოში" საქმიანობის უმთავრესი მიზანია. 

დინამიკური ეკონომიკური განვითარების უზრუნველსაყოფად, სააგენტო აერთიანებს სამ კომპონენტს, ეკონომიკური განვითარების სამ ურთიერთდაკავშირებულ შრეს: ბიზნესს (ადგილობრივ წარმოებას), ექსპორტს და ინვესტიციებს.

 

მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ -  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა ხორციელდება სხვადასხვა სახის მხარდამჭერი მექანიზმებით, კერძოდ:
 

  • ინდუსტრიული მიმართულების კომპონენტი, რომელიც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივების და ტექნიკური დახმარების მეშვეობით გამიზნულია ბიზნესის განვითარების, ახალი საწარმოების შექმნისა და არსებული საწარმოს გაფართოების ან გადაიარაღების ხელშეწყობაზე; 

 

 

 

  • „გადაიღე საქართველოში“ კომპონენტი, რომელიც კინოინდუსტრიის წამახალისებელი პროგრამაა. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია;

 

  • „აწარმოე უკეთესი მომავლისთვის“ საგრანტო პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გამყოფი ხაზების (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა, ცხინვალის რეგიონი (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიები)) გასწვრივ ვაჭრობისა და მასთან დაკავშირებული ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის, აგრეთვე თანამშრომლობისა და ნდობის მშენებლობისათვის საფუძვლის შექმნის მიზნით, გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის ერთობლივი წარმოებისა და პარტნიორული პროექტების მხარდაჭერას;

 

  • საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი ხელს შეუწყობს ისეთი სიცოცხლისუნარიანი მცირე და საშუალო საწარმოების დაფინანსებას, რომელთაც არ გააჩნიათ საკმარისი უზრუნველყოფა არსებული საკრედიტო პოლიტიკის ფარგლებში სესხის ასაღებად ან ოპერირებენ ისეთ სექტორში ან ბაზარზე, რომელიც საბანკო სექტორში არსებული საკრედიტო პოლიტიკის შესაბამისად დაკავშირებულია განსაკუთრებით მაღალ რისკთან.



 

ექსპორტის მხარდაჭერა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების მიზანია საქართველოს საექსპორტო პოტენციალის განვითარება, ქართული პროდუქტების კონკურენტუნარიანობის გაზრდა საერთაშორისო ბაზრებზე, ქართული პროდუქტების ექსპორტის მოცულობის ზრდა და საქართველოს საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.



 

ინვესტიციების მოზიდვის მიმართულება

„აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და რეინვესტირების წახალისება. 

აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.



მომსახურების ცენტრი

სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" მომსახურების ცენტრი წარმოადგენს მრავალფუნქციურ ბიზნესსივრცეს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია როგორც სააგენტოს პროგრამების, ასევე ბიზნესის მხარდამჭერ ყველა სამთავრობო  პროგრამასთან დაკავშირებით.

რეგიონული წარმომადგენლობა არის გახსნილი ბათუმში.

დაინტერესებულ მხარეებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ დისტანციურად ან საინფორმაციო ცენტრში ვიზიტის შედეგად.

მომსახურების ცენტრი აერთიანებს შემდეგ მომსახურების არხებს:

  • Front Desk
  • ქოლ ცენტრი
  • ონლაინ ჩატი


 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში"

მისამართი:  0102, თბილისი, მარჯანიშვილის ქ. N5/16-18 (დ. უზნაძის N18), 
ტელ:  15 25
E-mail:  info@enterprise.gov.ge

ვებგვერდი: www.enterprisegeorgia.gov.ge



დამატებით ამ თემაზე