"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას/ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მხოლოდ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას.
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.
"მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.
ლიცენზია გაიცემა სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიო მაუწყებლობისთვის, სხვა ნებისმიერ ტექნოლოგიით მაუწყებლობა საჭიროებს ავტორიზაციას.
ავტორიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია.