საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია საქართველოს მთავრობის 2022 წლის 4 ივლისის №353 დადგენილებით დამტკიცდა, რომელიც ორიენტირებულია ისეთ მნიშვნელოვან გამოწვევაზე, როგორიცაა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეული საგზაო მოძრაობის მონაწილეთა სიკვდილიანობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების მაჩვენებლების შემცირება.
იხილეთ საქართველოს 2022-2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელიც UNECE-ის მხარდაჭერითა და დაინტერესებულ მხარეებთან და დარგის ექსპერტებთან კონსულტაციების საფუძველზე შემუშავდა.
2024 წლის 10 იანვრის ჩათვლით ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოგზავნოს თავისი მოსაზრებები და კომენტარები ელექტრონულ ფოსტაზე: transport@moesd.gov.ge
ასევე, იგეგმება ღია საკონსულტაციო შეხვედრის გამართვა.