ლევან დავითაშვილმა აზერბაიჯანის ხალხსა და მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა
27-12-2024

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა 25 დეკემბერს ავიაკომპანია „აზერბაიჯანის ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო აზერბაიჯანის ხალხსა და აზერბაიჯანის მთავრობას სამძიმარი გამოუცხადა.  

ლევან დავითაშვილი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოში იმყოფებოდა, სადაც მან საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს პირადად მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა. 

„ვიზიარებთ აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის მთავრობის ღრმა მწუხარებას. ჩვენ ვდგავართ ჩვენი მოძმე ერის გვერდით ამ მძიმე წუთებში და ჩვენი ფიქრები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნისადმი“ - ნათქვამია ლევან დავითაშვილის მიერ აზერბაიჯანის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გაკეთებულ ჩანაწერში.