შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს საერთაშორისო ტენდერს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით.
საზედამხედველო მომსახურება მოიცავს ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობას.
ინტერესთა გამოხატვის დეტალური პირობები, ინგლისურ ენაზე განთავსებულია ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1DdugCzekjBAI-OLtk5Bvc5p1UxCs6fuy?usp=sharing
დაინტერესებულმა კომპანიებმა ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N7/ზვიად გამსახურდიას სანაპირო N6,
ელ-ფოსტა: zsichinava@asp.gov.ge (ზურაბ სიჭინავა, შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი).
ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2024 წლის 4 დეკემბერი.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70