- მთავარი
- სამინისტრო
- ცენტრალური აპარატი
შიდა აუდიტის დეპარტამენტის ფუნქციები:
- სამინისტროს წინაშე არსებული რისკების მართვის ხარისხის შეფასება;
- ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასება;
- სამინისტროს საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან, არსებულ წესებთან და მარეგულირებელ აქტებთან შესაბამისობის შეფასება;
- სამინისტროს საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
- ფინანსური და სხვა ინფორმაციის სანდოობის, სიზუსტისა და სისრულის შეფასება;
- სამინისტროს აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
- განხორციელებული აუდიტის შედეგებისა და რეკომენდაციების მინისტრისათვის წარდგენა; სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვასა და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
- სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან/და მიზნებთან შეუსაბამო ქმედების გამოვლენის მიზნით ინსპექტირების ჩატარება, ინსპექტირების დასკვნის მომზადება და მინისტრისათვის წარდგენა;
- სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, სამინისტროს სისტემაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მიწოდება;
- სამინისტროს მოსამსახურეთა მიერ დისციპლინის დაცვის კონტროლი;
- სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი ეთიკის ნორმათა შესრულების კონტროლი;
- სამინისტროს მოსამსახურეების ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე შესაბამისი რეაგირება;
- დეპარტამენტის „ცხელი ხაზის“ ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- სხვა საქმიანობები, რომლებიც გამომდინარეობს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან და არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებს.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) შიდა აუდიტის სამმართველო
ბ) ინსპექტირების სამმართველო
საკონტაქტო ინფორმაცია
ბეგლარ კაპანაძე
დეპარტამენტის უფროსი
ელ-ფოსტა: bkapanadze@moesd.gov.ge
ტელ: +(999 32) 299 10 75
----------------------------------------------------------------------------------------------------
თამარ კალანდია
დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
ელ-ფოსტა: tkalandia@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 2 99 11 61
----------------------------------------------------------------------------------------------------
ზაზა ედიშერაშვილი
შიდა აუდიტის სამმართველოს უფროსი
ელ-ფოსტა: z.edisherashvili@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 2 99 11 66
----------------------------------------------------------------------------------------------------
ლევან კვახაჭელიძე
ინსპექტირების სამმართველოს უფროსი (მ.შ.)
ელ-ფოსტა: lkvakhatchelidze@moesd.gov.ge
ტელ: +(995 32) 2 99 11 70