ლევან დავითაშვილი ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს პროფესიულ დღეს ულოცავს
16-05-2024

ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროს თანამშრომლებს გილოცავთ საქართველოს კავშირგაბმულობის დღეს, მსოფლიო ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების დღეს!  

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო დღეს წელს „ციფრული ინოვაცია მდგრადი განვითარებისთვის“ თემატიკით აღნიშნავს, რომლითაც ხაზს უსვამს უახლესი ტექნოლოგიების გამოყენების გადამწყვეტ როლს   გლობალური საკითხების მოსაგვარებლად, როგორიცაა კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და ციფრული უთანასწორობა.  

ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მიღწეულმა პროგრესმა შეცვალა ჩვენი ცხოვრება და დააკავშირა მსოფლიო. ინოვაციური  ტექნოლოგიებისა და ციფრული კავშირის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი გამოწვევის დაძლევისთვის, როგორიც არის სიღარიბე და კლიმატის ცვლილება.  მდგრადი კეთილდღეობის შექმნა მოითხოვს ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დაფუძნებულ  ხედვას და მიდგომებს, განსაკუთრებით ციფრულ სამყაროში. სწორედ ამიტომ, საქართველოს მთავრობამ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა განსაზღვრა.  

ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა თუ პროგრამებმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ჩვენ ქვეყანაში ციფრული ტრანსფორმაციის დაჩქარების კუთხით, რაშიც ტელეკომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში დასაქმებული თითოეული თანამშრომლის  როლი დიდი და ძალიან დასაფასებელია.  

ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი ძალისხმევით შესაძლებელია ამ მნიშვნელოვანი სფეროს ინოვაციური განვითარებისა და სრულყოფის მაღალი ტემპებით მიღწევა, რაც განსაკუთრებული წვლილია ჩვენი ქვეყნის წინსვლის, ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარებისთვის. 

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021