ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა მოიცავს მეტროლოგიის, სტანდარტიზაციის, აკრედიტაციის, შესაბამისობის შეფასების (პროდუქციის შესაბამისობა სტანდარტთან), გამოცდებისა და ხარისხის მენეჯმენტთან დაკავშირებულ ასპექტებს.
ხარისხის ეროვნული ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია წარმოებული პროდუქტისა და მომსახურების საერთაშორისო აღიარებისთვის და მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლებისთვის. შესაბამისად, ხარისხის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია ექსპორტისთვის.
1. ხელსაწყოს დაკალიბრება
განსაზღვრულ პირობებში შესრულებული პროცედურა, რომელიც გულისხმობს გაზომვის საშუალებების ზუსტი მეტროლოგიური მახასიათებლების დადგენას.
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუნტაცია
I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის, მეტროლოგიის სფეროში მომსახურების გაწევის თაობაზე (დაკალიბრება).
II – სააგენტოს მიერ განაცხადში მითითებული მომსახურების შესრულების შესაძლებლობის (ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა) ანალიზი
III – დაინტერესებულ პირთან მომსახურების დეტალების შეთანხმება, სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
IV – სამუშაოების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა (დაკალიბრების სერტიფიკატი, გაზომვის ოქმი და სხვა)
იხ. ვებგვერდი: http://www.geostm.ge/geostm.php?id_pages=73
მომსახურების საფასური
იხ. ვებ–გვერდი: http://geostm.ge/docs/123.pdf
2. დაკანონებული გაზომვის საშუალებების დამოწმება
დამოწმება - ობიექტური მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილ მოთხოვნებთან ობიექტის შესაბამისობის დადასტურება
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუნტაცია
I - პირის წერილობითი მიმართვა სააგენტოსთვის, მეტროლოგიის სფეროში მომსახურების გაწევის თაობაზე (დაკალიბრება).
II – სააგენტოს მიერ განაცხადში მითითებული მომსახურების შესრულების შესაძლებლობის (ტექნიკური, ადმინისტრაციული და სხვა) ანალიზი
III – დაინტერესებულ პირთან მომსახურების დეტალების შეთანხმება, სააგენტოსა და დაინტერესებულ პირს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება.
IV – სამუშაოების შესრულება და შესაბამისი დოკუმენტაციის გაცემა (დამოწმების სერტიფიკატი, გაზომვის ოქმი და სხვა).
იხ. ვებგვერდი: http://www.geostm.ge/geostm.php?id_pages=73
მომსახურების საფასური
იხ. ვებ–გვერდი: http://geostm.ge/docs/123.pdf
3. გაზომვის საშუალებების დაკანონებული გაზომვის საშუალებების ტიპების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია
განსაზღვრავს საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ წარმოებული გაზომვის საშუალების ტიპის დამტკიცების, საზღვარგარეთ განხორციელებული ტიპის დამტკიცების აღიარების და ერთეულ ეგზემპლარებად საქართველოში დამზადებული ან სხვა ქვეყნიდან შემოტანილი გაზომვის საშუალების რეესტრში რეგისტრაციის პროცედურებს.
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუნტაცია
I - საჭირო დოკუემნტაციის წარდგენა (რეგისტრირებული სტანდარტი, გამოცდის პროგრამა, ტიპის აღწერა, საგამოცდო კომისიის ოქმი და დასკვნა, დამოწმების (დაკალიბრების) მეთოდიკა და სხვა)
II - საჭირო დოკუმენტების კომპლექტის სრულად წარმოდგენის შემთხვევაში სააგენტოსა და დამკვეთს შორის ფორმდება შესაბამისი ხელშეკრულება
III - სამუშაოს დასრულებისას, გაზომვის საშუალებების რეესტრში რეგისტრაციის თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, 5 სამუშაო დღის განმავლობაში გაზომვის საშუალება შეიტანება რეესტრში, მზადდება შესაბამისი სერთიფიკატი.
იხ. ვებგვერდი: http://www.geostm.ge/geostm.php?id_pages=73
მომსახურების საფასური
იხ. ვებ–გვერდი: http://geostm.ge/docs/123.pdf
4. პირველადი დამოწმების შედეგების აღიარება
I - გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცება
II - გაზომვის საშუალებების ტიპის დამტკიცების აღიარება
III - ერთეულ ეგზემპლარად დამზადებული და/ან შემოტანილი
გაზომვის ეს წესი განსაზღვრავს იმ გაზომვის საშუალებების პირველადი დამოწმების შედეგების აღიარების პროცედურებს, რომლებიც არ ყოფილა ექსპლუატაციაში
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუნტაცია
I - საჭირო დოკუემნტაციის წარდგენა (დამკვეთის წერილობითი განაცხადი, გაზომვის საშუალების პირველადი დამოწმება დამადასტურებელი დოკუმენტი, დამამოწმებელი ორგანიზაციის აკრედიტაციის დამადასტურებელი დოკუმენტი და დამოწმების დამღების ნიმუშები
II - განაცხადის განხილვის და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა
III - დადებითი შედეგები ფორმდება შესაბამისი აქტით, რომლის საფუძველზეც თითოეული გაზომვის საშუალების პასპორტში სააგენტოს სპეციალური შტამპის მეშვეობით შეიტანება აღნიშვნა პირველადი დამოწმების შედეგების აღიარების შესახებ, ამავე აღნიშვნაში ჩაიწერება აღიარების დამადასტურებელი სერტიფიკატის ნომერი და აღიარების თარიღი.
იხ. ვებგვერდი: http://www.geostm.ge/geostm.php?id_pages=73
მომსახურების საფასური
იხ. ვებ–გვერდი: http://geostm.ge/docs/123.pdf
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტნადარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, 0178, ჩარგლის ქ. 67,
ტელ: +995 32 261 25 30
Fax: (995 32) 261 35 00;
E-mail: geostm@geostm.ge
ვებგვერდი: http://www.geostm.ge
1. საქართველოს სტანდარტის შემუშავება
დაინტერესებული პირ(ებ)ის მოთხოვნის საფუძველზე საქართველოს სტანდარტის შემუშავება (საქართველოს სტანდარტის შემუშავება ხდება ისეთ პროდუქციაზე რომელზეც არ არის საერთაშორისო/ევროპული სტანდარტები), სტანდარტიზაციის ტექნიკურ კომიტეტზე განხილვა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სხვა პროცედურების წარმართვა რომელიც უკავშირდება აღნიშნული სტანდარტის სტანდარტების რეესტრში რეგისტრაციას
იხ. ვებ–გვერდი: http://www.geostm.ge/geostm.php?id_pages=72
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუნტაცია
დაინტერესებული პირ(ებ)ის წერილობითი მომართვა შესაბამისი დასაბუთებით
მომსახურების საფასური
იხ. ვებ–გვერდი: http://geostm.ge/cms-images/stndrt.pdf
2. საქართველოს სტანდარტის ან მისი ცვლილების რეგისტრაცია
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შემუშავებული სტანდარტებში ცვლილების საქართველოს სტანდარტების რეესტრში რეგისტრაცია და შესაბამისი ნომრის მინიჭება
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუნტაცია
დაინტერესებული პირ(ებ)ის წერილობითი მომართვა და ცვლილების პროექტის წარმოდგენა
მომსახურების საფასური
იხ. ვებ–გვერდი: http://geostm.ge/cms-images/stndrt.pdf
3. სტანდარტების რეგისტრაცია
საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების რეგისტრაცია საქართველოს სტანდარტად
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუნტაცია
დაინტერესებული პირის წერილობითი მომართვა, შესაბამისი სტანდარტის მითითებით (არსებობის შემთხევაში)
მომსახურების საფასური
იხ. ვებ–გვერდი: http://geostm.ge/cms-images/stndrt.pdf
4. სტანდარტის გავრცელება
საქართველოს სტანდარტების რეესტრში რეგისტრირებულ სტანდარტებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუნტაცია
დაინტერესებული პირის წერილობითი მომართვა, შესაბამისი სტანდარტის მითითებით (არსებობის შემთხევაში), ან სტანდარტის „Online„ შეკვეთა სააგენტოს ვებგვერდის მეშვეობით
მომსახურების საფასური
იხ. ვებ–გვერდი: http://geostm.ge/cms-images/stndrt.pdf
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს სტნადარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, 0178, ჩარგლის ქ. 67,
ტელ: +995 32 261 25 30
Fax: (995 32) 261 35 00;
E-mail: geostm@geostm.ge
ვებგვერდი: http://www.geostm.ge
1. შესაბამისობის შეფასების ორგანოს (შშო) კომპეტენციის ოფიციალურ აღიარებას საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბმისობაზე.
შესაბამისობის შეფასების ორგანოებს წარმოადგენენ, ლაბორატორიები (საგამოცდო, საკალიბრებელი, სამედიცინო), ინსპექტირების ორგანოები (მათ შორის ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისთვის ვარგისობაზე ინსპექტირების ორგანოები, დაკანონებული გამზომი საშულებების დამამოწმებელი პირები) და სერტიფიკაციის ორგანოები (პერსონალის, პროდუქტი, მომსახურების, აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემები).
შესაბამისობის შეფასების ორგანოების (შშო) შეფასების შედეგად ხდება აკრედიტაციის მოწმობის მინიჭება.
აკრედიტაციის მოწმობა გაიცემა:
ა) საგამოცდო და საკალიბრებელი ლაბორატორიების აკრედიტაცია სსტ ისო/იეკ 17025:2010-თან შესაბამისობაზე;
ბ) სამედიცინო ლაბორატორიების აკრედიტაცია სსტ ისო 15189:2012/2015-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის;
გ) პროდუქტების, პროცესების და მომსახურეობის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია სსტ ისო/იეკ 17065:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის;
დ) პერსონალის სერტიფიკაციის ორგანოების აკრედიტაცია სსტ ისო/იეკ 17024:2012/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის;
ე) აუდიტისა და მენეჯმენტის სისტემების სერტიფიკაციის განმახორციელებელი ორგანოების აკრედიტაცია სსტ ისო/იეკ 17021:2011/2014-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის;
ვ) ინსპექტირების ორგანოების აკრედიტაცია სსტ ისო/იეკ 17020:2012/2013-თან შესაბამისობაზე აკრედიტაციისათვის..
მომსახურების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
2. აკრედიტაციით დაინტერესებული პირების ტრეინინგი საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.
აკრედიტაციით დაინტერესებული პირის/ორგანიზაციების ტრეინინგები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მათვის სერტიფიკატის გაცემა.
აკრედიტაციის ცენტრის შემფასებელთა ტრენინგის, კვალიფიკაციის მინიჭების პროცედურა
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო-აკრედიტაციის ცენტრი“
მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. N42ა, თბილისი, საქართველო 0186
ტელ:+(995 32) 2192233
მობ: 595 222838
ელ-ფოსტა: gac@gac.gov.ge
ვებ-გვერდი: www.gac.gov.ge
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70