ახალი პრეფერენციული რეჟიმები

მიმდინარე აქტივობები

 

დასრულდა საქართველო-კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა, 2022 წლის 30 ნოემბერს ხელი მოეწერა სამხრეთ კორეასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმს. მოლაპარაკებების დაწყება იგეგმება 2023 წლის ბოლოს. 

2022 წლის 9 მაისს ხელი მოეწერა "საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკების პირობების დოკუმენტს". შედეგად, სამ რაუნდსა და 5 თვეში დასრულდა მოლაპარაკებები შეთანხმების ტექსტზე. (2022 წლის 26-28 სექტემბერს პირველი რაუნდი, 6-8 დეკემბერს მე-2 რაუნდი, და 2023 წლის 17 მარტი). ამჟამად მომდინარეობს შეთანხმების ტექსტის სამართლებრივი გამართვის პროცესი და 2023 წლის წლის ბოლომდე იგეგმება ხელმოწერა.

დასრულდა საქართველოსა-ისრაელს საქართველო-კორეას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევა. 2023 წლის მაისში ხელი მოეწერა ისრაელთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების გაფორმების მიზანშეწონილობის კვლევის დასრულებასა და მხარეთა მიერ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე მემორანდუმს. მოლაპარაკებების დაწყებათან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები.