შესაბამისობის დეკლარაციის შევსებაზე პასუხისმგებელი ექსპერტების (არქიტექტორების) სია
მოგეხსენებათ, ევროპარლამენტისა და საბჭოს შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ 2010 წლის 19 მაისის 2010/31/EU დირექტივის მე-4 მუხლის 1-ელი პუნქტი ადგენს სავალდებულო ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. აღნიშნული მოთხოვნების შემუშავება და მიღება განსაზღვრულია „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონით.
2021 წელს დამტკიცდა საქართველოს მთავრობის №354-ე დადგენილება „შენობების, შენობების ნაწილების და შენობების ელემენტების მინიმალური მოთხოვნების შესახებ“, რომელიც ამოქმედდა 2023 წლის 1-ელი ივლისიდან.
აღნიშნული დადგენილების მიზანია განისაზღვროს შენობის, შენობის ნაწილების ან შენობის ელემენტების ენერგეტიკული მახასიათებლებისა და შენობის საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების და მათი მონტაჟის მიმართ მინიმალური მოთხოვნები, იმ შემთხვევაში თუ ეს იქნება ხარჯეფექტური. ეს კი, ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას შენობაში გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესანარჩუნებლად და სათბურის გაზის ემისიების შესამცირებლად.
ამოქმედების პროცესი ხორციელდება ორ ფაზად, რაც გარდამავალ ეტაპზე გულისხმობს ვალდებულების გავრცელებას მხოლოდ ახალ შენობაზე, ახალი შენობის ნაწილსა და ახალი შენობის ელემენტებზე. მას შემდეგ, რაც შენობების სერტიფიცირების სისტემა დაინერგება აღნიშნული მოთხოვნები, ასევე, შეეხება მნიშვნელოვანი რეკონსტრუქციის შემთხვევაში ყველა არსებულ შენობას და არსებული შენობის ნაწილს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ მოთხოვნების გამოყენება შენობის ექსპლუატაციის პერიოდში ხარჯეფექტური არ იქნება.
2023 წლის 1-ელი ივლისიდან მშენებლობის ნებართვის მისაღებად აუცილებელია შენობა აკმაყოფილებდეს №354-ე დადგენილებით განსაზღვრულ ენერგოეფექტურობის მინიმალურ მოთხოვნებს. იმისათვის, რომ შენობის დაპროექტების ეტაპზე სწრაფად და მოქნილად მოხდეს საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ შეიმუშავა ეროვნული პროგრამა, სადაც შენობის მონაცემების შეყვანის საფუძველზე გამომუშავდება შესაბამისობის დეკლარაცია. პროგრამა ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://geecb.ge/
საპროექტო დოკუმენტაციის არქიტექტურული, კონსტრუქციული და საინჟინრო-ტექნიკური ნაწილის მინიმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება, ასევე, შესაძლებელია ექსპერტის მიერ საექსპერტო დასკვნის მომზადების საფუძველზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები ექსპერტებისთვის:
1. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს მიღებული უნდა ჰქონდეს უმაღლესი აკადემიური განათლება ერთ-ერთი შემდეგი მიმართულებით:
2. ექსპერტის უფლებამოსილების განსახორციელებლად პირს პირველ პუნქტში მითითებულ განათლებასთან უნდა ჰქონდეს სამუშაო გამოცდილება შემდეგი ხანგრძლივობით:
3. პირველ პუნქტში მითითებული განათლების მოთხოვნა შეიძლება ჩანაცვლდეს იმ შემთხვევაში, თუ პირს გააჩნია სხვა უმაღლესი აკადემიური განათლება და ქვემოთ მითითებულ ერთ-ერთ ან რამდენიმე სფეროში აქვს 5 წლიანი სამუშაო გამოცდილება:
ენერგოაუდიტის ჩატარებაზე პასუხისმგებელ ენეგოაუდიტორთა სია
"ენერგოეფექტურობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულია ენერგოაუდიტის განხორციელება, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავებას, ენერგოაუდიტის წესის დამტკიცებასა და ამოქმედებას, ვალდებულების ჯეროვნად შესრულების მიზნით.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, გარდამავალი ეტაპისთვის, შეიმუშავა ენერგოადუტორთა სია, რომლებიც პასუხისმგებლები იქნებიან ენერგოაუდიტის განხორციელებაზე.
სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სია
„განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით განსაზღვრულია განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მოწყობილობების სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის დამტკიცება.
აქედან გამომდინარე, ეკონომიკისა და მსგრადი განვითარების სამინისტრო აქვეყნებს მცირე ზომის განახლებადი ენერგიის მოწყობილობების მემონტაჟეთა სიას.
განცხადება განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის შეთავაზების შესახებ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს პირდაპირი წესით შერჩევას, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების განსაზღვრის მიზნით, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების მე-41 მუხლის მე-2 პუნქტის, „განახლებადი წყაროებიდან ელექტროსადგურის მიერ ელექტროენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების ფიქსირებული ტარიფის დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის პირველი აგვისტოს N1087 განკარგულების და „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების პირდაპირი წესით შერჩევის გამოცხადების შესახებ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 23 აგვისტოს N1-1/323 ბრძანების საფუძველზე, შემდეგ კატეგორიებზე:
პირდაპირ შერჩევაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ პირები უფლებამოსილნი არიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარადგინონ განაცხადები, 2024 წლის 2 სექტემბრის 09:00 საათიდან, 2024 წლის 31 დეკემბრის 18:00 საათის ჩათვლით, „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემით მოსარგებლეების პირდაპირი წესით შერჩევის გამოცხადების შესახებ“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 23 აგვისტოს N1-1/323 ბრძანების დანართით განსაზღვრული ფორმით, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. გამსახურდიას სანაპირო N1.
წარდგენილ განაცხადებს უნდა დაერთოს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემისა და სიმძლავრის აუქციონის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 7 დეკემბრის N556 დადგენილების მე-8 მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები, მათ შორის, განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.
წარდგენილი განაცხადების განხილვა და დაინტერესებული პირების შერჩევა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განხორციელდება ზემოაღნიშნული სამართლებრივი აქტებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70