გურამ გურამიშვილმა ჰეიდარ ალიევის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა
27-12-2023

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა აზერბაიჯანის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის ჰეიდარ ალიევის 100 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. პრეზენტაცია საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს შენობაში გაიმართა. 

მინისტრის მოადგილესთან ერთად, საფოსტო კონვერტს, რომელშიც განთავსებული იყო ზემოაღნიშნული საფოსტო მარკები, სიმბოლურად ხელი მოაწერეს აზერბაიჯანის ელჩმა ფეიგ გულიევმა და  კომპანია „აზერფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ისი მუსტაფაევმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, დიდია ჰეიდარ ალიევის ღვაწლი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში. მისი თქმით, აღნიშნულ მარკის გამოცემა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო მეგობრობას. გურამ გურამიშვილმა მადლობა გადაუხადა აზერბაიჯანულ მხარეს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის საფოსტო მარკის ესკიზის შემუშავებაში, ასევე მარკის პრეზენტაციის ორგანიზებისთვის.

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021