ლევან დავითაშვილმა საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის და მშენებლის წოდება დარგის 11 სპეციალისტს მიანიჭა
31-08-2023

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროს 11 წარმომადგენელს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა“ და „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ საპატიო სიგელები და მედლები გადასცა. 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე იმ პირებს, რომლებმაც გამოავლინეს მაღალი პროფესიონალიზმი და თავი გამოიჩინეს არქიტექტურის, ქალაქთმშენებლობის და სამშენებლო დარგის განვითარების საქმეში, ყოველწლიურად ანიჭებს „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებებს.

მიმდინარე წელს არქიტექტურისა და სამშენებლო სფეროში მოღვაწე პირების კანდიდატურები „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორისა და საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ წოდებების მისანიჭებლად წარმოადგინეს საქართველოს არქიტექტორთა კავშირმა, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სამხატვრო აკადემიამ, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა, გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს საკონსულტაციო სტატუსის ორგანიზაციამ შპს Эჰაუსარტ ლუქსმა“ და შპს Эსტრუქტურული მთლიანობის მონიტორინგმა“. კანდიდატურები განიხილა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „საქართველოს დამსახურებული მშენებლის“ და „საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის“ წოდებათა მიმნიჭებელი სპეციალური კომისიამ, რომლის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2023 წლის 15 აგვისტოს შესაბამისი ბრძანება გამოსცა. 

საქართველოს არქიტექტურისა და ქალაქთმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდება მიენიჭათ:

  • მაია მანიას;
  • ალექსანდრე ჩხეიძეს;
  • არჩილ ქურდიანს;
  • ნუგზარ ხვედელიანს;
  • მერაბ ბოლქვაძეს;
  • დავით მახარობლიშვილს;
  • დემურ ელოშვილს;
  •  ნანა ახვლედიანს.

 საქართველოს მშენებლობის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის, მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის, საქართველოს დამსახურებული მშენებლის წოდება მიენიჭათ:

  • გივი გავარდაშვილს;
  • გიორგი ბიჭიაშვილს;
  • ლევან კლიმიაშვილს.

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021