გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის (OTIF) გენერალურ მდივანს შეხვდა
27-10-2023

თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილი საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების სამთავრობოთაშორისო ორგანიზაციის (OTIF) გენერალურ მდივან ვოლფგანგ კუპერს შეხვდა. 

შეხვედრას ასევე დაესწრო სსიპ სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელი ერეკლე კეჟერაშვილი. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს სარკინიგზო სექტორში მიმდინარე რეფორმა, რომლის ფარგლებშიც უკვე ჩამოყალიბდა უსაფრთხოების ტექნიკური მარეგულირებელი ორგანო - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო. აღინიშნა, რომ რეფორმა ხელს შეუწყობს საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის, როგორც ყველაზე უსაფრთხო, მწვანე და მდგრადი სატრანსპორტო საშუალების ეფექტურობის გაზრდას და განვითარებას.

შეხვედრაზე OTIF-ის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში მიმდინარე რეფორმის მნიშვნელობას საქართველოს სატრანსპორტო დარგის განვითარებისთვის. მან ასევე გამოხატა მზაობა საერთაშორისო სარკინიგზო გადაზიდვების შესახებ მოქმედი საერთაშორისო კონვენციისა და OTIF-ის მოთხოვნების იმპლემენტაციის კუთხით დახმარებაზე. ვოლფგანგ კუპერმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს OTIF-ის საქმიანობის მხარდაჭერისთვის და მასში აქტიური ჩართულობისთვის, მათ შორის ამ ორგანიზაციის ადმინისტრაციული კომიტეტის ფარგლებში, რომლის ერთ-ერთ აქტიურ წევრსაც წარმოადგენს საქართველო.

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021