შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“-ს განაცხადი ინტერესთა გამოხატვის შესახებ
09-08-2024

"ანაკლიის საზღვაო ნავსადგური“ ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) საზედამხედველო მომსახურების შესყიდვის მიზნით აცხადებს საერთაშორისო ტენდერს მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურებით.

საზედამხედველო მომსახურება მოიცავს ანაკლიის ნავსადგურის წყლის ინფრასტრუქტურის პროექტირებისა და სამშენებლო სამუშაოების (Design & Build) განხორციელების მიზნით გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მიერ გასაწევი სამუშაოების ზედამხედველობას.

ინტერესთა გამოხატვის დეტალური პირობები, ინგლისურ ენაზე განთავსებულია ბმულზე:
https://drive.google.com/drive/folders/1z-kJUboET0FTRBeh0gUrXpe54lLymG7B

დაინტერესებულმა კომპანიებმა ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ბამბის რიგი N7/ზვიად გამსახურდიას სანაპირო N6, ელ-ფოსტა:  zsichinava@asp.gov.ge (ზურაბ სიჭინავა, შპს "ანაკლიის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი),

ინტერესთა გამოხატვის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 აგვისტო.

 

 

 

 

 

 

 

 


დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021