ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი (GNUF) 20-21 გახსნის ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
20-06-2024

„სივრცითი დაგეგმვა და განვითარება ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე, როდესაც საქართველოს ეკონომიკა სწრაფი ზრდით ხასიათდება. მნიშვნელოვანია, სივრცითი დაგეგმვა ადეკვატურად სწრაფად მიყვებოდეს ამ პროცესს, რათა თავიდან ავიცილოთ ქაოტური განაშენიანება და მივიღოთ დროში მდგრადი განვითარება, ქვეყნის კონკურენტუნარიანობას გაზრდის“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი (GNUF) 20-21 სიტყვით გამოსვლისას. 

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციაზე მუშაობა და მასში ასახული იქნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები და ამ კუთხით ქვეყნის პრიორიტეტები. მისი შეფასებით, ფორუმი ამ კუთხით დიდ როლს შეასრულებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ამისთვის მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს - გაეროს განსახლების პროგრამის და სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს წარმომადგენლებს. 

„ქვეყნის სივრცითი განვითარების და სივრცითი დაგეგმვის კუთხით სწორად, მდგრადად განვითარება ძალიან მნიშნელოვანია - ერთი მხრივ ხარისხიანი, მდგრადი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად ჩვენი მოქალაქეებისთვის და მეორე მხრივ,  ეკონომიკის განვითარების პერსპექტივების კუთხით. საქართველოს მდებარეობიდან და რელიეფიდან გამომდინარე, ეს ამოცანები კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება - ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქცია - საქართველო ევროპის და აზიის დამაკავშირებელი უმოკლესი ე.წ. შუა დერეფნის  მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს და ამ კუთხითაც დიდი როლი აქვს სატრანსპორტო-ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებას ურბანულ განვითარებასთან ერთად“ - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან ერთად ფორუმის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მინისტრის პირველმა მოადგილე ნინო ენუქიძემ, გაეროს განსახლების პროგრამის რეგიონთაშორისმა მრჩეველმა კატია შაფერმა, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს უფროსმა იოანე მენაბდემ, საჯარო უწყებების და ორგანიზაციების სხვა წარმომადგენლებმა, დარგის ექსპერტებმა. 

საქართველოს ეროვნული ურბანული ფორუმი საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ სივრცეში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს. ფორუმის ფარგლებში რამდენიმე ღონისძიება ჩატარდება, მათ შორის პანელური სესიები, სადაც ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები ეროვნული სივრცითი მოწყობის კონცეფციის შემუშავებისა და მათში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრირების გზებს განიხილავენ. როგორც დღეს გამომსვლელთა მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, ფორუმი ხელს შეუწყობს სივრცითი და ურბანული დოკუმენტაციის შემუშავებაში ჩართულ პირების მეტად კოორდინირებულ საქმიანობას, ქვეყნის კლიმატის ზემოქმედებისა და ბუნებრივი გარემოს გამოწვევების გადახედვას და  სივრცითი დაგეგმარების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.  

„ფორუმი ძალიან მნიშნელოვანი ფორმატია, ვფიქრობ, ის წარმატებული და სასარგებლო იქნება - როდესაც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს ქვეყნის ერთიანი სივრცითი განვითარების კონცეფციის შექმნა. მნიშვნელოვანი ამოცანაა ქვეყანაში თანაბარი შესაძლებლობების განვითარება როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონ დონეზე. ამასთან, ჩვენს ქვეყანას აქვს უმნიშვნელოვანესი ბიომრავალფეროვნება, დაცული ტერიტორიები, ტურისტული პოტენციალი, რეკრეაციული სივრცეები და ეს ყველაფერი ჩვენთვის დიდ პრიორიტეტს წარმოადგენს. მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათი სწორად პრიორიტეტიზაცია, რაც ასახული იქნება პირველ რიგში ერთიან სივრცითი განვითარების კონცეფციაში და შემდგომ უფრო დეტალურ გეგმაში“ - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
 

 

 

 

 




დაგვიკავშირდით

1403
2 99 11 11

შიდა აუდიტი

2 99 11 61
2 99 11 70

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. © 2021