საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მისიაა საქართველოში ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარებისთვის საჭირო ეკოსისტემის ფორმირება, ცოდნისა და ინოვაციის კომერციალიზაციის ხელშეწყობა, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოყენების სტიმულირება ეკონომიკის ყველა დარგში, ინოვაციების და მაღალტექნოლოგიური პროდუქტების ექსპორტის ზრდისთვის საჭირო გარემოს შექმნა.
GITA ახორციელებს სტარტაპების დაფინანსებისა და ბიზნესის განვითარებისკენ მიმართულ სხვადასხვა პროგრამებს, ასევე სტუდენტებსა და სკოლის მოსწავლეებს სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს სთავაზობს.
ინოვაციების სააგენტო დაინტერესებულ პირებს სხვადასხვა უფასო მომსახურებას სთავაზობს. სააგენტო ტექნოპარკთან ერთად მოიცავს როგორც საერთო სამუშაო სივრცეს, ასევე სამრეწველო ინოვაციების უნივერსალურ ლაბორატორიას FABLAB-ს, საკონფერენციო დარბაზს, შეხვედრების ოთახებსა და სარეკრეაციო ზონას.
ტექნოლოგიურ, საგანმანათლებლო და პროფესიონალურ რესურსებზე წვდომა
ფაბლაბი
ფაბლაბი არის უნიკალური სივრცე ნებისმიერი მოქალაქისათვის, რომელსაც აქვს იდეა და სურს მისი განხორციელება ან სტარტაპ ბიზნესად ჩამოყალიბება. ფაბლაბი ყველას აძლევს საშუალებას, ჰქონდეს წვდომა თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დანადგარებზე. ის მორგებულია ნებისმიერ მომხმარებელზე და ხელს უწყობს იდეების გენერირებას.
სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორიები ბადებს წინსვლის პერსპექტივას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ სივრცეებში ხდება ახალი წამოწყებების სრულყოფა და ახალგაზრდა ინოვატორების იდეების რეალიზება.
რას გვთავაზობს ფაბლაბი ?
ტექნოპარკები რეგიონებში
თბილისის გარდა ტექნოპარკებსა და ინოვაციურ ცენტრებს შეხვდებით ზუგდიდში, თელავში, ახმეტასა და რუხში. უახლოეს მომავალში ტექნოპარკები გაიხსნება ბათუმში, კასპსა და გურჯაანში.
სააგენტოს ხელშეწყობით შეიქმნა ასევე ინოვაციების ცენტრები ხარაგაულში, ჭოპორტსა და ბაღდათში.
რეგიონების ტექნოპარკები და ინოვაციების ცენტრები აღჭურვილია ყველა იმ სერვისითა და მომსახურებით, რომელსაც თბილისის ტექნოპარკი სთავაზობს მომხმარებელს.
რეგიონებში ინოვაციების ცენტრებისა და ტექნოპარკების გახსნის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, კერძო კომპანიებსა და ადგილობრივ მთავრობას მიიღონ ცოდნა, როგორც ინოვაციებისა და ტექნოლიგიების სფეროში, ისე მეწარმეობის მიმართულებით.
საერთო სამუშაო სივრცე - Co-working
ინოვაციების სააგენტო სტარტაპებს უფასოდ სთავაზობს საერთო სამუშაო სივრცეს, ე.წ. co-working-ს. საერთო სამუშაო სივრცე არის უნიკალური ადგილი მოტივირებული, აქტიური და სიახლეების მოყვარული ადამიანებისთვის. ეს არის სივრცე, სადაც იკრიბებიან საერთო ინტერესისა და ღირებულების მქონე ინოვატორი ადამიანები ახალი კავშირებისა და საქმიანი კონტაქტების დასამყარებლად. საერთო სამუშაო სივრცის კარი ღიაა, როგორც მეწარმეებისა და სტარტაპებისთვის, ისე კერძო პირებისთვის. ტექნოპარკის სივრცე გთავაზობთ სრულ საოფისე ინფრასტრუქტურას, მაღალსიჩქარიან ინტერნეტს, თანამედროვე, კომფორტულ გარემოსა და თქვენზე მორგებულ სერვისებს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო
მისამართი: ქ. თბილისი, ოქროყანა, ინოვაციების ქ. N7
ტელ.: 032 200 44 82
E-mail: info@gita.gov.ge
ვებგვერდი: www.gita.gov.ge
https://www.facebook.com/gitatechpark/?ref=bookmarks
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70