სახელმწიფო ქონების პრივატიზებასთან, სარგებლობის უფლებით გადაცემასა და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების მართვასთან დაკავშირებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“.
სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების აღრიცხვა/რეგისტრაცია. ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, გაყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა, უძრავი ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში, სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ სარგებლობაში გადაცემასთან (გადმოცემასთან),თვითმმართველი ერთეულისათვის ქონების (ძირითადი (განუსხვისებელი) და დამატებითი) საკუთრებასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებული შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისას და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვისას თანხმობის გაცემის თაობაზე წინადადებათა მომზადება.
სახელმწიფო ქონების განკარგვა (პრივატიზება, მართვის უფლებით გადაცემა)
უძრავი-მოძრავი ქონების, არამატერიალური ქონებრივი სიკეთის პრივატიზება ელექტრონული ან/და საჯარო აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის, კონკურენტული პირდაპირი მიყიდვისა და უსასყიდლო გადაცემის ფორმებით, სავაჭრო ობიექტის, მესამე პირის მეშვეობით, აგრეთვე წილების ან აქციების ან სერტიფიკატებით წარმოდგენილი აქციების პირდაპირ ან შუამავლის მეშვეობით, საჯარო ან კერძო შეთავაზებით, უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე ან მოცემულ დროს საერთაშორისო ბაზრებზე არსებული პრაქტიკის შესაბამისი შეთავაზების სხვაგვარი ფორმით ფიზიკური ან იურიდიული პირების ან მათი გაერთიანებების მიერ სახელმწიფო ქონებაზე საკუთრების უფლების შეძენა, მართვის უფლებით გადაცემა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის ან სხვა სუბიექტისთვის.
სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოს პარტნიორის (აქციონერის) უფლებამოსილებების განხორციელება: საწარმოს კაპიტალში ცვლილება, საწარმოების რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია, რეაბილიტაციისა და გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა, ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ჩამოწერა, გაყიდვა, გირაოთი, იპოთეკით და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სხვა ფორმებით დატვირთვა, წინადადებათა მომზადება საწარმოების მიერ სესხებისა და კრედიტების აღებაზე, საწარმოების მიერ ფილიალების დაფუძნება-ლიკვიდაციაზე, საწარმოებში ინვესტიციების დაბანდებაზე, წმინდა მოგების განაწილებაზე.
სააგენტო ფლობს ქონებას როგორც თბილისში, ასევე - საქართველოს რეგიონებში. სააგენტოს უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სახელმწიფო ქონებისა და სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების გონივრული მართვა და განკარგვა იმგვარად, რომ ხელი შეუწყოს ქვეყნის ინფრასტრუქტურისა და ზოგადად - ეკონომიკის განვითარებას საქართველოში.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიზანია დააკმაყოფილოს და გააუმჯობესოს კერძო სექტორის წარმომადგენლების და მოქალაქეების მომსახურება, რომელთაც აქვთ სახელმწიფო ქონების შეძენის ინტერესი.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სერვისების მიღება ასევე შესაძლებელია სსიპ იუსტიციის სახლის ფილიალებში საქართველოს მასშტაბით.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მისამართი: 0179, თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზირი N49ა
ტელეფონი: 1420
E-mail: info@nasp.gov.ge
ვებგვერდი: www.nasp.gov.ge
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70