პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ახორციელებს შემდეგ პროექტებს:
ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტი მორგებულია ბიზნესის განვითარების დონესა და დაფინანსების საჭიროებაზე. პროგრამა გამიზნულია ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის - „სტარტაპის“ და არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის.
სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების კომპონენტი "უმასპინძლე საქართველოში“ მეწარმეებს შესაძლებლობას აძლევს რეგიონებში განავითარონ სასტუმრო ბიზნესი, შექმნან სამუშაო ადგილები, მოიზიდონ მეტი დამსვენებელი და ხელი შეუწყონ რეგიონის განვითარებას.
აღნიშნული კომპონენტი მეწარმეებისთვის ხელმისაწვდომს ხდის ფინანსებს და საკონსულტაციო მომსახურებას, ამასთანავე ხდება წარმატებული საერთაშორისო ბრენდების გამოცდილების დანერგვა ე.წ. „ფრენჩაიზინგის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადასახადების თანადაფინანსებით.
პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, თბილისისა და ბათუმის გარდა.
კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტი "გადაიღე საქართველოში“ რომელიც ქვეყანაში გადაღებებზე გაწეული კვალიფიციური ხარჯების 20%-დან 25%-მდე ანაზღაურებას გულისხმობს. კინოინდუსტრიის წახალისების კომპონენტს ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით.
კინოინდუსტრიის განვითარების კომპონენტი ხელს უწყობს საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო მასშტაბით და იზიდავს უცხოელ პროდიუსერებს, გადაიღონ ახალი ფილმები საქართველოს ლოკაციებზე.
"მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი“ გულისხმობს საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობას ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით. პროგრამა გამიზნულია როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისთვის, ასევე არსებული ბიზნესის გაფართოება-გადაიარაღებისთვის.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს რეგიონებში.
1403
2 99 11 11
2 99 11 61
2 99 11 70