ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაცია/ლიცენზირება


"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას/ლიცენზირებას ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მხოლოდ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით საქმიანობა ექვემდებარება ლიცენზირებას.

ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში საქმიანობაზე ავტორიზებული პირი შეიძლება იყოს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი.

"მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მაუწყებლობის სფეროში საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია.

ლიცენზია გაიცემა სიხშირული სპექტრის გამოყენებით რადიო მაუწყებლობისთვის, სხვა ნებისმიერ ტექნოლოგიით მაუწყებლობა საჭიროებს ავტორიზაციას.

ავტორიზაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

 

საფოსტო მომსახურება


საფოსტო სფეროში საფოსტო მომსახურებების მიმწოდებელ ერთ-ერთ უდიდეს ოპერატორს წარმოადგენს შპს „საქართველოს ფოსტა".

შპს „საქართველოს ფოსტა“-ს ახორციელებს საფოსტო გზავნილთა მიღებას, დამუშავებას, გაგზავნას და ჩაბარებას, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ 190-ზე მეტ ქვეყნაში.
 

საფოსტო მომსახურებებია:

მომსახურების ღირებულება დამოკიდებულია გზავნილების და ამანათების ზომასა და წონაზე.

ტარიფებთან დაკავშირებთ ინფორმაცია.

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

შპს "საქართველოს ფოსტა“

მისამართი:  ქ. თბილისი, 0100 სადგურის მოედანი N2.
ტელეფონი: +995 32 224 09 09
ელფოსტა: info@gpost.ge 
ვებ–გვერდი: www.gpost.ge